მისტიციზმიდან ანტისანიტარიამდე

7 Comments


კატა_შინაური, მტაცებელი, ძუძუმწუვარი ცხოველი  კატისებრთა ოჯახიდან. ადამიანისა და კატის მეგობრობა 9,500 წელია გრძელდება. მეტი

ვიდეო მაწანწალა ძაღლებზე

დატოვე კომენტარი


ეს არის მაესტროს სიუჟეტი მაწანწალა ძაღლებზე.

ზოოპარკის ახალი ბინედრები :)

დატოვე კომენტარი



2010 წლის 27 ნოემბერს თბილისის ზოოპარკში დაიბადა კიდევ ერთი ჰამანდრილი (ბაბუინი) “ცუცა”. 🙂 მეტი

იხსენით უპატრონო ცხოველები!

1 კომენტარი


თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ საქართველოში უპატრონო ცხოველების უმძიმეს მდგომარეობას. მეტი

მაიმუნები მაიმუნობენ

დატოვე კომენტარი


ამ ზაფხულს თბილისის ზოოპარკში საკმაოდ სახალისო ამბავი მოხდა. ორმა პავიანის ჯიშის მაიმუნმა გახსნეს რკინის ბადე და გაიქცნენ. ერთი ზოოპარკშივე დაიჭირეს, ხოლო მეორე… 😀

დატოვე კომენტარი


ამ ვიდეოში ასახულია სიუჟეტი ზოოპარკის ცხოვრებაზე და მის გადატანაზე. დაფიქსირებულია დამთვალიერებელის აზრიც. ეს ვიდეო გადაღებულია 2010 წლის გაზაფხულზე.

სიუჟეტი

დატოვე კომენტარი


სულ ცოტა ხნის წინ მე და გვანცა (ბლოგერი) წავედით თბილისის ზოოპარკში. ჩვენ გვინდოდა გადაგვეღო სიუჟეტი, რომელიც ნათლად ასახავდა ზოოპარკის ცხოვრებას. სულ ყველაფერი ვერა, მაგრამ ზოოპარკის საკმაოდ დიდი ნაწილის გადაგება მოვასწარით. სიჟეტში არის კადრები რომელიც ჯერ არავის არ გადაუღია. სულ მალე დავამონტაჟებ გადაღებულ მასალას და დავამატებ ბლოგზე. იმედია საინტერესო გამოვა და რაც მთავარია თქვენ (მკითხველს) დაგაინტერესებთ.

HAPPY NEW YEAR

დატოვე კომენტარი


დადგა ახალი 2011 წელი. ყველას გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმეებში. დაე ეს წელი ყოპილიყოს თქვენთვის ბედნიერების მომტანი. ჩემს ბლოგს კი ვუსურვებ წინსვლას და უფრო მეტი და უფრო საინტერესო სტატიების წერას.

 

ვეფხვი მასკა :(

1 კომენტარი


გუშინ დილით ზოოპარკის თანამშრომელი შევედა ვეფხვის (მასკას) ვოლიერში და ის მკვდარი დახვდა.  :(მასკა 22 წლის იყო და კაი ხანი ავადმყოფობდა, განსაკუთრებით ბოლო წელი. ეს ასაკი ვეფხვისთვის ძალიან დიდია და ეს იმაზე მიუთითებს, როგორი თავგნაწირვით უვლიდნენ და უყვარდათ ზოოპარკში.  ეს მინდოდა დამეწერა, რადგან მეც ძალიან მეწყინა მისი სიკვდილი. 😦

აბისინიური რქაცხვირა

4 Comments


თბილისის ზოოპარკში ბინადრობს ერთი ძალიან საინტერესო ფრინველი. მეტი

ზოოპარკი გადააქვთ

2 Comments


უკვე კაი ხანია მიდის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოოპარკი უნდა გადაიტანონ სხვა, უფრო კომფორტულ ადგილზე. ამ ვიდეოში ნახავთ სიუჟეტს ამ თემაზე.

ეგზოტარიუმი

1 კომენტარი


ეს არის ვიდეო სადაც ასახულია თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმი. უყურეთ, საინტერესოა 🙂

უპატრონო ძაღლები

2 Comments


საქართვლეოში ბოლო წლების მანძილზე უამრავი სასარგებლო რამ გაკეთდა: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკლესიების აგება, მცდელობა დაუსაქმებელთა რიცხვის შემცირებისა, გზების გაყვანა და მრავალი სხვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან, საშიშ და თითქმის უყურადღებოდ დარჩენილ საკითხად რჩება უსახლკარო, ეგრედ წოდებული მაწანწალა ძაღლების საკითხი.

ჩვენს ქვეყანაშიი უპატრონო ძაღლების ზრდა დაიწყო  მე_20 საუკუნის 90_იანი წლებიდან.        ეს ის პერიოდია როდესაც ორი პოლიტიკური მხარის შეუთანხმებლობიტ დაიწყო სამოქალაქო ომი  და ამ დროს განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკური სიდუხჭირის წარმოქმნას. მოსახლეობას აღარ ჰქონდა უნარი იმისა რომ შინაური ცხოველები გამოეკვება, ამიტომ ამგვარ ოჯახებში მცხოვრები თითქმის ყველა ძაღლი აღმოჩნდა ქუჩაში, რასაც მოჰყვა მათი მასობრივი გამრავლება და დღეს ისინი საქართველოს ყველა ადგილას გვხვდებიან. მათი მაქსიმალური აქტივობა დაფიქსირებულია გურჯაანის რაიონში. აქ ძაღლების თავდასხმის 754შემთხვევაა დაფიქსირებული. მოსახლეობის გამოკითხულთა 99 % მართებულად მიიჩნევს მათ გაქრობას ქუჩებიდან. მიზეზი საერთოა_ მათი აგრესიის შიში, ანტისანიტარია, ინფექციების გავრცელება.

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ აუცილებელია ქალაქებისა და რაიონების გაწმენდა უსახლკარო ცხოველებისგან. თუმცა მათი დახოცვა არაჰუმანურია, ხოლო პატრონობა შეუძლებელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხდება, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში დაიწყება უსახლკარო ძაღლების მოგროვება და “გადახარისხება”.  ჯანსაღი ძაღლები მოთავსდებიან დაწესებულებებში საიდანაც შესაძლებელი იქნება მათი გაყიდვა, ხოლო ის ცხოველები რომლებიც არიან ინფექციის მატარებელნი მოხდება მათი ლიკვიდაცია. ამგვარი პროცესი ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყნებში, ასევე ძაღლებს უკეთებენ ვაქცინას რათა შეფერხდეს მათი გამრავლება.

თუმცა როგორც გაირკვა თბილისში, კერძოდ ნუცუბიძის მეორე პლატოზე არსებობს დაწესებულება სახელწოდებოთ “GSPSA”, რომელიც ამგვარ ცხოველებს უზრუნველყოფს თავშესაფარითა და საკვებით.

ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილია დაწესებულება სადაც ხდება საშიში და ინფიცირებული უსახლკარო ძაღლების ლიკვიდაცია.მიუხედავად იმისა რომ ეს დაწესებულება 2007 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს და დამაარსებელთა თქმით აქტიურადაც თბილისში მაწანწალა ძაღლების რაოდენობა იზრდება და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება და რაც მთავარია ისინი მეტად საშიშნი ხდებიან.

ავტორი: გვანცა წიწილაშვილი

რუხი მგელი

დატოვე კომენტარი


ჩვენს ზოოპარკში ამჟამად 13 მგელი ცხოვრობს. ძუები და ხვადები თითქმის ერთნაირი რაოდნეობით არიან. როგორც ბუნებაში, ასევე ჩვენთან მგლებში გარკვეული იერარქია ჩამოყალიბდა. იერარქიაში ყველაზე მთავარია ალფა მამრი – სუბელია. დაქვემდებარებული მგლები დიდად არ იჩაგრებიან, ვინაიდან საკვები ყველას ყოფნის. მგლების ნაწილი ტყვეობაში დაიბადა, ნაწილი ბუნებაში, რამდენიმე უკვე ჩვენს ზოოპარკში გაჩნდა (ისინი საკმაოდ წარმატებულად მრავლდებიან). სუბელი ადამიანებთან კონტაქტს ძალიან შეჩვეულია და ერთ-ერთი მომვლენის თხოვნით “მღეროდა” კიდევაც 😀 . თუ მგელი პატარაობიდანვე ადამიანთან კონტაქტში იზრდება, ის ადამიანს კარგად ეჩვევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შინაური ცხოველი მაინც არ არის და ვოლიერთან დგომისას უსაფრთხოების წესები უნდა დავიცვათ. ასე, რომ დაუშვებელია ვოლიერში თითის ან ხელის შეყოფა.

წყარო: ZOO.ge

ბურჩელის ზებრა

დატოვე კომენტარი


თბილისის ზოოპარკში ზებრების ნახვა პარკის ბოლოში ე.წ. „აფრიკის ვოლიერში შეიძლება“. სადაც ამჟამად ოთხი მამრი და ორი მდედრი, ანუ ფაშატი ბურჩელის ზებრა (Burchell’s zebra) ბინადრობს. მათგან ორი ჩვენს ზოოპარკში დაიბადა, რასაც განსაკუთრებით მათ ვოლიერში არსებულმა კარგმა პირობებმა შეუწყო ხელი.

წყარო: ZOO.ge

Older Entries