2010 წლის 27 ნოემბერს თბილისის ზოოპარკში დაიბადა კიდევ ერთი ჰამანდრილი (ბაბუინი) “ცუცა”.🙂 პატარა “ცუცა”_ს დედა არ უვლიდა და ხშირად სცემდა, ამიტომ მტაცებელი ცხოველების მომვლელმა, ქალბატონმა გულიკო ჭითაძემ, “ცუცა” დედას “მოსტაცა” და ცალკე ზრდის. ის პატარა ბაბუინს როგორც შვილს ისე უვლის, საწოვარადან აჭმევს, პამპერსებს უცვლის და მუდამ ყურადღეას აქცევს რამე არ დაიშავოს.🙂

ჰამანდრილებისგან განსხვავებით ტყვეობაში გამრავლება ძალიან უჭირთ ავაზებს, მაგრამ 2010 წლის 26 დეკემბერს თბილისი ზოოპარკში მოხდა პატარა სასწაული, მდედრმა ავაზამ ზოოპარკს საახალწლო საჩუქარი გაუგეთა და 2 კნუტი გააჩინა.

ზოოპარკის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლები გულდასმით აკვირდებიან კნუტებსა და მათ მშობლებს.აკვირდებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ძუძუს წოვის სიხშირეს და ხანგრძლივობას, დედის დამოკიდებულებას კნუტების მიმართ და ა.შ.