თბილისის ზოოპარკში ბინადრობს ერთი ძალიან საინტერესო ფრინველი. ის გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, ძალიან ნელი ტემპით მრავლდება იმიტომ, რომ ბარტყებიდან მხოლოდ ერთი აღწევს ზრდასრულ ასაკს. სუსტი ბარტყი ვერ უძლებს საკვებისთვის ბრძოლას და იღუპება. დარჩენილი ბარტყი სამი თვე რჩება ბუდეში, ხოლო მშობელი მას ცხრა თვე დაჰყვება თან. იკვებება ხვლიკებით, პატარა მღრღნელებით, მწერებით და ობობებით. ზოოპარკში ერთი აბისინიური რქაცხვირა ცხოვრობს. ის სამი წლისაა და ჩამოყვანილია ალმაატის ზოოპარკიდან. იგი იკვებება ხორცით და ცოცხალი თაგვებით. მისი სახელია „მავნე“😀 . „მავნეს“ ადრე მეწყვილეც ყავდა, მაგრამ დამთვალიერებლების დაუდევრობის გამო ის დაიღუპა😦 . ის თავის სახელს ხშირად ამართლებს. მაგალითად ერთხელ ზოოპარკის თანამშრომელს (დაჩი შოშიტაშვილს) სამაჯური შეუჩამა😀😀 , მაგრამ ვერ გადაამუშავა და მთელი გამოუშვა გარეთ🙂 . „მავნე“ ზოოპარკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვოლიერში „ტბა“_ში ბინადრობს. მას ძალიან უყვარს დამთვალიერებელთან ურთიერთობა და მათთან თამაში.
ზემოთ ავღნიშნე რომ „მავნეს“ მეწყვილე დამთვალიერებლების დაუდევრობის გამო დაიღუპა. ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მას ბატიბუტი აჭამა, რაც მას არ ეჭმევა იმიტომ რომ ის შეიცავს მარილს და საზიანოა ფრინველისთვის. ამიტომ გთხოვთ არ აჭამოთ ცხოველებს მომვლელის ნებართვის გარეშე. ყველა მათგანს ინდივიდუალური კვების რაციონი აქვს შედგენილი, რომლის დარღვევაც არ შეიძლება.