ჩვენს ზოოპარკში ამჟამად 13 მგელი ცხოვრობს. ძუები და ხვადები თითქმის ერთნაირი რაოდნეობით არიან. როგორც ბუნებაში, ასევე ჩვენთან მგლებში გარკვეული იერარქია ჩამოყალიბდა. იერარქიაში ყველაზე მთავარია ალფა მამრი – სუბელია. დაქვემდებარებული მგლები დიდად არ იჩაგრებიან, ვინაიდან საკვები ყველას ყოფნის. მგლების ნაწილი ტყვეობაში დაიბადა, ნაწილი ბუნებაში, რამდენიმე უკვე ჩვენს ზოოპარკში გაჩნდა (ისინი საკმაოდ წარმატებულად მრავლდებიან). სუბელი ადამიანებთან კონტაქტს ძალიან შეჩვეულია და ერთ-ერთი მომვლენის თხოვნით “მღეროდა” კიდევაც😀 . თუ მგელი პატარაობიდანვე ადამიანთან კონტაქტში იზრდება, ის ადამიანს კარგად ეჩვევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შინაური ცხოველი მაინც არ არის და ვოლიერთან დგომისას უსაფრთხოების წესები უნდა დავიცვათ. ასე, რომ დაუშვებელია ვოლიერში თითის ან ხელის შეყოფა.

წყარო: ZOO.ge