საქართვლეოში ბოლო წლების მანძილზე უამრავი სასარგებლო რამ გაკეთდა: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკლესიების აგება, მცდელობა დაუსაქმებელთა რიცხვის შემცირებისა, გზების გაყვანა და მრავალი სხვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან, საშიშ და თითქმის უყურადღებოდ დარჩენილ საკითხად რჩება უსახლკარო, ეგრედ წოდებული მაწანწალა ძაღლების საკითხი.

ჩვენს ქვეყანაშიი უპატრონო ძაღლების ზრდა დაიწყო  მე_20 საუკუნის 90_იანი წლებიდან.        ეს ის პერიოდია როდესაც ორი პოლიტიკური მხარის შეუთანხმებლობიტ დაიწყო სამოქალაქო ომი  და ამ დროს განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკური სიდუხჭირის წარმოქმნას. მოსახლეობას აღარ ჰქონდა უნარი იმისა რომ შინაური ცხოველები გამოეკვება, ამიტომ ამგვარ ოჯახებში მცხოვრები თითქმის ყველა ძაღლი აღმოჩნდა ქუჩაში, რასაც მოჰყვა მათი მასობრივი გამრავლება და დღეს ისინი საქართველოს ყველა ადგილას გვხვდებიან. მათი მაქსიმალური აქტივობა დაფიქსირებულია გურჯაანის რაიონში. აქ ძაღლების თავდასხმის 754შემთხვევაა დაფიქსირებული. მოსახლეობის გამოკითხულთა 99 % მართებულად მიიჩნევს მათ გაქრობას ქუჩებიდან. მიზეზი საერთოა_ მათი აგრესიის შიში, ანტისანიტარია, ინფექციების გავრცელება.

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ აუცილებელია ქალაქებისა და რაიონების გაწმენდა უსახლკარო ცხოველებისგან. თუმცა მათი დახოცვა არაჰუმანურია, ხოლო პატრონობა შეუძლებელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხდება, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში დაიწყება უსახლკარო ძაღლების მოგროვება და “გადახარისხება”.  ჯანსაღი ძაღლები მოთავსდებიან დაწესებულებებში საიდანაც შესაძლებელი იქნება მათი გაყიდვა, ხოლო ის ცხოველები რომლებიც არიან ინფექციის მატარებელნი მოხდება მათი ლიკვიდაცია. ამგვარი პროცესი ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყნებში, ასევე ძაღლებს უკეთებენ ვაქცინას რათა შეფერხდეს მათი გამრავლება.

თუმცა როგორც გაირკვა თბილისში, კერძოდ ნუცუბიძის მეორე პლატოზე არსებობს დაწესებულება სახელწოდებოთ “GSPSA”, რომელიც ამგვარ ცხოველებს უზრუნველყოფს თავშესაფარითა და საკვებით.

ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილია დაწესებულება სადაც ხდება საშიში და ინფიცირებული უსახლკარო ძაღლების ლიკვიდაცია.მიუხედავად იმისა რომ ეს დაწესებულება 2007 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს და დამაარსებელთა თქმით აქტიურადაც თბილისში მაწანწალა ძაღლების რაოდენობა იზრდება და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება და რაც მთავარია ისინი მეტად საშიშნი ხდებიან.

ავტორი: გვანცა წიწილაშვილი