მჟამად ჩვენს ზოოპარკში ორი მამრი აარდვარკი ბინადრობს. ორივე ბუნებაში, 2006 წლის მაისში დაიბადა, ხოლო ჩვენს ზოოპარკში კი 2008 წელს დაიდეს ბინა. არდვარკები ღამის ცხოველები არიან, ამიტომ დღისით ხშირად სძინავთ, მაგრამ ამ უჩვეულო, თუნდაც მძინარე, ცხოველის ნახვა ძალიან საინტერესოა. სამაგიეროდ შებინდებასთან ერთად აქტიურები ხდებიან და გარე ვოიერში გამოდიან სასეირნოდ და სოროების სათხრელად. როგორც მოგეხსენებათ არდვარკები ძალიან კარგი მიწის მთხრელები არიან. ამიტომ საკვების მიღების შემდეგ, მაშინვე საყვარელ საქმიანობით კავდებიან🙂

წყარო : ZOO.ge