ამჟამად თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს ორი მამრი გიბონი: მაუგლი და ჩიტა. ისინი ქოჩორა გიბონის (Hylobates Pilatus) სახეობის წარმომადგენლები არიან და ბუნებაში ტაილანდში, ლაოსსა და კამბოჯაში არიან გარცელებულნი.

მაუგლი, 1999 წლის 6 მაისს, ხოლო ჩიტა 2000 წლის 15 ივნისს, ტყვეობაში დაიბადნენ. ორივე ძალიან პატარა იყო, როცა ჩვენს ზოოპარკში ჩამოვიდნენ. მაუგლი და ჩიტა ხასიათით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. მაუგლი უფრო ცნობისმოყვარე, მხიარული, მოძრავი და კონტაქტურია. ის თითქმის მთელ დღის მანძილზე ვოლიერის გარეთა ნაწილში, სპეციალურად მათთვის მოწყობილ თოკებსა და საბურავებზე დაძვრება და დახტის. ხშირად ვოლიერის ღობეზეც ეკიდება და ინტერესით ათვალიერებს ზოოპარკის სტუმრებს, რომლებიც სიხარულით უღებენ ფოტოებს. ჩიტა უფრო მორცხვი და მორიდებული. დიდად არც გართობის მოყვარულია და უმეტეს დროს ვოლიერის შიდა, უფრო გრილ ნაწილში ატარებს.

ჩვენი თანამშრომლები გიბონების ქცევას ყოველდღიურად სწავლობენ და აკვირდებიან. ასევე ცდილობენ მათი საცხოვრებელი პირობების და ქცევის გამრავალფეროვნებას. ამისთვის ვოლიერის სხვადასხვა ადგილას საკვებს მალავენ და სხვადასხვა სახის „სათამოაშოებს“ ათავსებენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოველთა ქცევის გამრავალფერობნებისათვის. თუ კი თბილისის ზოოპარკს დილით ეწვევით, მოისმენთ გიბონის არაჩვეულებრივ სიმღერასაც. გიბონი ადამინის შემდეგ, ძუძუმწოვერბს შორის საუკეთესო მომღერალია.