ამჟამად თბილისის ზოოპარკში ორი მამრი ზოლებიანი აფთარია: დანი და ზირა ბინადრობს. ორივე 2007 წელს, ბუნებაში დაიბადა და ჩვენს ზოოპარკში დაახლოებით 1,5 წლის ასაკში მოხვდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ზოლებიანი აფთარი ხალებიანთან შედარებით ნაკლებ სოციალურია, მომვლელებს მათთან კონტაქტის დამყარება თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ ახალ გარემოსთან შეგუებასთან ერთად ცხოველები უფრო კონტაქტურები გახდნენ. აქედან ზირა უფრო სიწყნარის მოყვარულია, ხოლო რაც შეეხება დანის, ის უფრო მოძრავი და აქტიურია. იგი სხვადასხვა მოვლენების მიმართ უფრო მეტ ინტერესს იჩენს და არც დანთვალიერებლებს ტოვებს გულგრილად.

ასევე თბილისის ზოპარკში ორი ხალებიანი აფთარია: ზიპი და თოლუ ბინადროსბ. ორივე მამრია. დაიბადნენ ბუნებაში 2007 წელს. ზოპარკში მოხვდნენ 1,5 თვის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ პატარაობიდან ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდნენ, ძალიან დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ. აფთრები ხშირად ადიან თავშესაფარის თავზე, რაც მათი მომვლელებისგან მუდმივ სიფხიზლეს ითხოვს. სამეცნიეროს თანამშრომლები მათ ნადირობას და სხვა ჩვევებს უნერგავდნენ, რაც ბუნებაში დედისგან უნდა ესწავლათ. ამჯერად ჩვენი აფთრები ძლიერი, ზრდასრული ცხოველები არიან. მომვლელებს უკვე არ შეუძლიათ ვოლიერში შესვლა და მათთან თამაში. ისინი საკუთარ ტერიტორიას იცავენ და იმდენად ძლიერნი არიან, რომ თამაშისას შეიძლება ადამიანი დააზიანონ. თუმცა ვოლიერის გარედან მომვლელებისგან მოფერებას იღებენ და უყვართ. ბუნებრივია, რომ მომვლელების გარდა არავინ უნდა ცდილობდეს მათთან ახლო კოტნაქტის დამყარებას.
წყარო: ZOO.ge