დღეს-დღეობით თბილისის ზოოპარკში ბინადრობს მხოლოდ ერთი მამრი ჰიპოპოტამი – ჰუსეინდელფინი, რომელსაც ეს სახელი კალინინგრადის ზოოპარკში დაარქვეს, სადაც იგი 1999 წლის 4 ივლისს დაიბადა. თანამშრომლები კი მას ბეგის ვეძახით.
ბეგი ჩვენს ზოოპარკში პატარა ჩამოიყვანებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის სანახავად ზოოპარკს აუმრავი ადამინი ესტუმრა. ყველას უნდოდა პატარა ბეჰემოტის ნახვა🙂 ახლა ჰუსეინდელფინი უკვე 11 წლისაა და ზრდასრული მამრია.
სანამ ბეგი პატარა იყო, ძალინ უყვარდა მომვლელებთან თამაში და მოფერება, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ისევე როგორც ყველა ბეჰემოტი სახიფათო გახდა. მის ზრდასთან ერთად გაფართოვდა საცხოვრებელი ვოლიერი და აუზი, რომელშიც ჩვენი საამაყო ბეგი მთელი ზაფხული ნებივრობს.

წყარო: ZOO.ge