ჩვენს ზოოპარკში მობინადრე ჰამადრილები (ბაბუინები) 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, სოხუმიდან, მოხვდნენ. ამჟამად ისინი 26 ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფს ქმნიან და შესანიშნავად გრძნობენ თავს. ისინი არანაკლებ კარგად მრავლდებიან და მრავალფეროვანი ქცევაც ახასიათებთ. ჰამადრილები ჩვენს ზოოპარკში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და მათ ვოლიერთან ყოველთვის ხალხმრავლობაა. ზოოპარკის სტუმრებისთვის, განსაკუთრებით კი პატარა დამთვალირებლებისათვის, ძალიან სახალისო და საინტერესოა ამ მოუსვენარი არსებებისათვის თვალის დევნება.