დღეს ჩვენს ზოოპარკში ბინადრობენ ინდური სპილო – “მალკა” და მისი სპლიყვი “ბუნდღა”, რომელიც ჩვენს ზოოპარკში 2007 წლის 30 დეკემბერს დაიბადა და ნამდვილი საახალწლო საჩუქარი იყო, რომელმაც თანამშრომლებში უდიდესი სიხარული გამოიწვია. თანაც თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ზოოპარკებში სპილოების გამრავლება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ეს ნამდვილ სენსაციად იქცა.
პატარას დაბადების შემდეგ მისთვის სახელის შესარჩევად ზოოპარკმა ჩაატარა კონკურსი, რომელშიც ბავშვებმა უპირატესობა სახელ – „ბუნდღას“ მიანიჭეს (პატარას თავზე სასაცილოდ გაბურძგნული ბალანი ჰქონდა😀 ). საუბედუროდ ბურდღას მამა მისი დაბადებიდას შემდეგ სიმსივნით დაავადდა და დაიღუპა.😦
ბუნდღა, როგორც ყველა პატარა ძალინ ცნობისმოყვარე და მოძრავია. ის ხშირად დასდევს მტრედებს და თამაშობს მანქანის საბურავით. მალკა ყოველთვის ღელავს, როდესაც მისი ნაშიერი მისგან მოშორებული ვოლიერის ნაწილში გადადის და ყოველთვის მზრუნველად დაჰყვება თან. ზაფხულობით ორივე სპილოს ძალინ უყვარს მათთვის მოწყობილ აუზში ჩასვლა და ბანაობა.

წყარო: ZOO.ge