დღესდღეობით ჩვენს ზოოპარკში ორი იაგური ბინადრობს: მამრი – ბუგი და მდედრი ანაკაომა. ბუგი ქალაქ ბორდოს – „პესაკის“ ზოოპარკში დაიბადა 2006 წლის 20 მაისს, ხოლო ანაკაომა ალმა-ატას ზოოპარკში 2007 წლის 9 მაისს. თბილისის ზოოპარკში ჩამოყვანისთანავე ისინი ერთად თამაშობდნენ და იზრდებოდნენ.
ანაკაომა ძალიან მოძრავი და „ეშმაკია“ . უყვარს მომვლელებთან კონტაქტი. ხშირად ძვრება ვოლიერში მათთვის სპეციალურად მოწყობილ თაროზე და ისეთ იერს იღებს თითქოს ჩასაფრებულია და მსხვერპლს ელოდება.
რაც შეეხება ბუგის, ის ერთი პერიოდი მსუქანი და ზანტი იყო იწვა, ჭამდა და თითქმის არ მოძრაობდა. სიმსუქნე კი საკმაოდ სახიფათოა ზოოპარკის ცხოველებისათვის რადგან ასეთ შემთხვევებში ხშირია გულის დაავადებები, მაგრამ ახლა მან წონაში საკმაოდ დაიკლო და გაცილებით უფრო მოძრავი და კონტაქტური გახდა.