ამჟამად მსოფლიოში გავრცელებული ვეფხის 6 ქვესახეობიდან ჩვენს ზოოპარკში ორი ბინდარობს. ესენია:
ციმბირული, იგივე უსურიული ვეფხვი – სალიმა და ბენგალიური ვეფხვი – მასკა.
სალიმა დაიბადა ალმა-ატაში 2007 წლის 20 აპრილს და სულ მალე 3 წლის გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე ზრდასრული მდედრია. სალიმას ძალიან უყვარს თამაში და ზაფხულობით აუზში ნებივრობა (ვეფხვი წყლის მოყვარული კატაა) ხშირად ჩააქვს აუზში საბურავი, ზევიდან ახტება და მის ჩაძირვას ცდილობს როცა თამაში მობეზრდება წყლიდან ამოდის და არც საბურავის ამოტანა ავიწყდება. თუ კი ამ დროს ვოლიერს მომვლელი მოუახლოვდა, მაშინვე მასთან სათამაშოდ გარბის და მის გაწუწვასაც კი ცდილობს. სალიმას ძალიან უყვარს თავის მომვლელები და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ეჭვიანობს თუ კი რომელიმე მათგანი მეზობელ ვოლიერთან დგას და მას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს.
ის ძალიან ცნობისმოყვარეცაა, ამიტომ ხშირად შენიშნავთ აუზის კიდეზე, უკანა თეთებზე მდგარს. საიდანაც გულმოდგინედ აკვირდება მის მეზობელ, თეთრ ლომ -კლეოპატრას.
ჩვენი ბენგალიური ვეფხვი – მასკა კი 1991 წლის 15 ივლისს. ახლა ის 19 წლისაა და საკმაოდ ასაკოვანია (ვეფხვი ტყვეობაში 26 წლამდე ცოცხლობს). სამწუხაროდ მისი ჩამოსვლა სამოქალაქო ომს დაემთხვა და ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდა. ამის გამო მის შესახებ ბევრჯერ დაიბეჭდა უცხოურ ჟურნალ-გაზეთებშიც.