აარდვარკი (მილკბილა)

Leave a comment

მჟამად ჩვენს ზოოპარკში ორი მამრი აარდვარკი ბინადრობს. ორივე ბუნებაში, 2006 წლის მაისში დაიბადა, ხოლო ჩვენს ზოოპარკში კი 2008 წელს დაიდეს ბინა. არდვარკები ღამის ცხოველები არიან, ამიტომ დღისით ხშირად სძინავთ, მაგრამ ამ უჩვეულო, თუნდაც მძინარე, ცხოველის ნახვა ძალიან საინტერესოა. სამაგიეროდ შებინდებასთან ერთად აქტიურები ხდებიან და გარე ვოიერში გამოდიან სასეირნოდ და სოროების სათხრელად. როგორც მოგეხსენებათ არდვარკები ძალიან კარგი მიწის მთხრელები არიან. ამიტომ საკვების მიღების შემდეგ, მაშინვე საყვარელ საქმიანობით კავდებიან :)

წყარო : ZOO.ge

აფრიკული ველური ძაღლები: ჩაკა, ზულუ და აბდონა

2 Comments

ამჟამად ჩვენს ზოოპარკში 3 აფრიკული ველური ძაღლია. ჩაკა, ზულუ და მათი შვილი – აბდონა. მამრი – ჩაკა, დაიბადა 2000 წლის 18 ივნისს. ზულუ მდედრია, დაიბადა 2000 წლის 19 მაისს. რაც შეეხება მათ შვილ აბდონას, ის მდედრია და დაიბადა თბილისის ზოოპარკში 2009 წლის 1 ნოემბერს. ზული მისადმი უყურადღებობას იჩენდა, რის გამოც გადავწყვიტეთ ნაშიერის ცალკე გადაყვანა. აბდონას მალევე გამოუჩნდა „ძიძა“ პუდელი – აბდოლინა, რომელიც მას 5 თვემდე კვებავდა და უვლიდა. ხუთი თვის შემდეგ ის უკვე ძიძაზე დიდი და ღონიერი გახდა. ხორცის ჭამაზე გადასვლის შემდეგ კი ჩაკას და ზულუს მეზობელ ვოლიერში დაიდო ბინდა, სადაც სულ მოუსვენრად დარბის და თამაშობს.

წყარო: ZOO.ge

გიბონები: მაუგლი და ჩიტა

5 Comments

ამჟამად თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს ორი მამრი გიბონი: მაუგლი და ჩიტა. ისინი ქოჩორა გიბონის (Hylobates Pilatus) სახეობის წარმომადგენლები არიან და ბუნებაში ტაილანდში, ლაოსსა და კამბოჯაში არიან გარცელებულნი.

მაუგლი, 1999 წლის 6 მაისს, ხოლო ჩიტა 2000 წლის 15 ივნისს, ტყვეობაში დაიბადნენ. ორივე ძალიან პატარა იყო, როცა ჩვენს ზოოპარკში ჩამოვიდნენ. მაუგლი და ჩიტა ხასიათით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. მაუგლი უფრო ცნობისმოყვარე, მხიარული, მოძრავი და კონტაქტურია. ის თითქმის მთელ დღის მანძილზე ვოლიერის გარეთა ნაწილში, სპეციალურად მათთვის მოწყობილ თოკებსა და საბურავებზე დაძვრება და დახტის. ხშირად ვოლიერის ღობეზეც ეკიდება და ინტერესით ათვალიერებს ზოოპარკის სტუმრებს, რომლებიც სიხარულით უღებენ ფოტოებს. ჩიტა უფრო მორცხვი და მორიდებული. დიდად არც გართობის მოყვარულია და უმეტეს დროს ვოლიერის შიდა, უფრო გრილ ნაწილში ატარებს.

ჩვენი თანამშრომლები გიბონების ქცევას ყოველდღიურად სწავლობენ და აკვირდებიან. ასევე ცდილობენ მათი საცხოვრებელი პირობების და ქცევის გამრავალფეროვნებას. ამისთვის ვოლიერის სხვადასხვა ადგილას საკვებს მალავენ და სხვადასხვა სახის „სათამოაშოებს“ ათავსებენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოველთა ქცევის გამრავალფერობნებისათვის. თუ კი თბილისის ზოოპარკს დილით ეწვევით, მოისმენთ გიბონის არაჩვეულებრივ სიმღერასაც. გიბონი ადამინის შემდეგ, ძუძუმწოვერბს შორის საუკეთესო მომღერალია.

Leave a comment

იხვი

ამანდური სპილო

პლიყვი

აფთრები

1 Comment

ამჟამად თბილისის ზოოპარკში ორი მამრი ზოლებიანი აფთარია: დანი და ზირა ბინადრობს. ორივე 2007 წელს, ბუნებაში დაიბადა და ჩვენს ზოოპარკში დაახლოებით 1,5 წლის ასაკში მოხვდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ზოლებიანი აფთარი ხალებიანთან შედარებით ნაკლებ სოციალურია, მომვლელებს მათთან კონტაქტის დამყარება თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ ახალ გარემოსთან შეგუებასთან ერთად ცხოველები უფრო კონტაქტურები გახდნენ. აქედან ზირა უფრო სიწყნარის მოყვარულია, ხოლო რაც შეეხება დანის, ის უფრო მოძრავი და აქტიურია. იგი სხვადასხვა მოვლენების მიმართ უფრო მეტ ინტერესს იჩენს და არც დანთვალიერებლებს ტოვებს გულგრილად.

ასევე თბილისის ზოპარკში ორი ხალებიანი აფთარია: ზიპი და თოლუ ბინადროსბ. ორივე მამრია. დაიბადნენ ბუნებაში 2007 წელს. ზოპარკში მოხვდნენ 1,5 თვის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ პატარაობიდან ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდნენ, ძალიან დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ. აფთრები ხშირად ადიან თავშესაფარის თავზე, რაც მათი მომვლელებისგან მუდმივ სიფხიზლეს ითხოვს. სამეცნიეროს თანამშრომლები მათ ნადირობას და სხვა ჩვევებს უნერგავდნენ, რაც ბუნებაში დედისგან უნდა ესწავლათ. ამჯერად ჩვენი აფთრები ძლიერი, ზრდასრული ცხოველები არიან. მომვლელებს უკვე არ შეუძლიათ ვოლიერში შესვლა და მათთან თამაში. ისინი საკუთარ ტერიტორიას იცავენ და იმდენად ძლიერნი არიან, რომ თამაშისას შეიძლება ადამიანი დააზიანონ. თუმცა ვოლიერის გარედან მომვლელებისგან მოფერებას იღებენ და უყვართ. ბუნებრივია, რომ მომვლელების გარდა არავინ უნდა ცდილობდეს მათთან ახლო კოტნაქტის დამყარებას.
წყარო: ZOO.ge

ჰამანდრილები (ბაბუინები)

Leave a comment

ჩვენს ზოოპარკში მობინადრე ჰამადრილები (ბაბუინები) 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, სოხუმიდან, მოხვდნენ. ამჟამად ისინი 26 ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფს ქმნიან და შესანიშნავად გრძნობენ თავს. ისინი არანაკლებ კარგად მრავლდებიან და მრავალფეროვანი ქცევაც ახასიათებთ. ჰამადრილები ჩვენს ზოოპარკში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და მათ ვოლიერთან ყოველთვის ხალხმრავლობაა. ზოოპარკის სტუმრებისთვის, განსაკუთრებით კი პატარა დამთვალირებლებისათვის, ძალიან სახალისო და საინტერესოა ამ მოუსვენარი არსებებისათვის თვალის დევნება.

სპილოები – “მალკა” და “ბუნდღა”

Leave a comment

დღეს ჩვენს ზოოპარკში ბინადრობენ ინდური სპილო – “მალკა” და მისი სპლიყვი “ბუნდღა”, რომელიც ჩვენს ზოოპარკში 2007 წლის 30 დეკემბერს დაიბადა და ნამდვილი საახალწლო საჩუქარი იყო, რომელმაც თანამშრომლებში უდიდესი სიხარული გამოიწვია. თანაც თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ზოოპარკებში სპილოების გამრავლება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ეს ნამდვილ სენსაციად იქცა.
პატარას დაბადების შემდეგ მისთვის სახელის შესარჩევად ზოოპარკმა ჩაატარა კონკურსი, რომელშიც ბავშვებმა უპირატესობა სახელ – „ბუნდღას“ მიანიჭეს (პატარას თავზე სასაცილოდ გაბურძგნული ბალანი ჰქონდა :D ). საუბედუროდ ბურდღას მამა მისი დაბადებიდას შემდეგ სიმსივნით დაავადდა და დაიღუპა. :(
ბუნდღა, როგორც ყველა პატარა ძალინ ცნობისმოყვარე და მოძრავია. ის ხშირად დასდევს მტრედებს და თამაშობს მანქანის საბურავით. მალკა ყოველთვის ღელავს, როდესაც მისი ნაშიერი მისგან მოშორებული ვოლიერის ნაწილში გადადის და ყოველთვის მზრუნველად დაჰყვება თან. ზაფხულობით ორივე სპილოს ძალინ უყვარს მათთვის მოწყობილ აუზში ჩასვლა და ბანაობა.

წყარო: ZOO.ge

დათვები

2 Comments

დღეს-დღეობით თბილისის ზოოპარკში 15 მურა დათვი ბინადრობს. ისინი ჩვენთან დათვების გადარჩენისა და რეაბილიტაციის პროგრამას ფარგლებში მოხვდნენ. რომელსაც თბილისის ზოოპარკი ჰოლანდიელ პარტნიორ – IBF International-თან ერთად ახორციელებს (პროექტის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციიასთვის იხილეთ: http://zoo.ge/index.php?lng=ge_&page=projects დათვები სხვადასხვა ასაკისანი არიან. მათმ შორის ყველაზე უფროსი 18 წლის ბუკაა. ყველაზე უმცროსი კი მათე. ის ჯერ ერთი წლისაც არ არის. ზომით ყველაზე დიდი კი მიშაა. არც ერთი მათგანი ჩვენს ზოოპარკში არ არის დაბადებული.

წყარო: ZOO.ge

ჰიპოპოტამი – “ჰუსეინდელფინი” (ბეგი)

1 Comment

დღეს-დღეობით თბილისის ზოოპარკში ბინადრობს მხოლოდ ერთი მამრი ჰიპოპოტამი – ჰუსეინდელფინი, რომელსაც ეს სახელი კალინინგრადის ზოოპარკში დაარქვეს, სადაც იგი 1999 წლის 4 ივლისს დაიბადა. თანამშრომლები კი მას ბეგის ვეძახით.
ბეგი ჩვენს ზოოპარკში პატარა ჩამოიყვანებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის სანახავად ზოოპარკს აუმრავი ადამინი ესტუმრა. ყველას უნდოდა პატარა ბეჰემოტის ნახვა :) ახლა ჰუსეინდელფინი უკვე 11 წლისაა და ზრდასრული მამრია.
სანამ ბეგი პატარა იყო, ძალინ უყვარდა მომვლელებთან თამაში და მოფერება, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ისევე როგორც ყველა ბეჰემოტი სახიფათო გახდა. მის ზრდასთან ერთად გაფართოვდა საცხოვრებელი ვოლიერი და აუზი, რომელშიც ჩვენი საამაყო ბეგი მთელი ზაფხული ნებივრობს.

წყარო: ZOO.ge

ინტერვიუ ზოოპარკის დირექტორთან, ზურაბ გურიელიძესთან

Leave a comment

ახალი ცხოველები, ახალი ადგილისთვის მზადება და, რაც მთავარია, მსოფლიო ზოოპარკების სიაში საპატიო ადგილის დაკავება – ეს ის მთავარი დევიზია, რასაც თბილისის ზოოპარკი მომავალში გეგმავს. მართალია, ჯერ არც კი იციან, ზოოპარკს თბილისის რომელ კუთხეში გადაიტანენ, თუმცა, როგორც ზოოპარკის დირექტორი, ბატონი ზურაბ გურიელიძე ამბობს, თბილისის ზოოპარკის ბინადრები აუცილებლად იპოვიან სასურველ ადგილს.

ბატონო ზურაბ, იგეგმება თუ არა ზოოპარკის სხვა ადგილას გადატანა?

– საკმაოდ აქტუალურია ეს თემა, ყველას აინტერესებს, თუ სად გადავა თბილისის ზოოპარკი, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ საუბრის დონეზეა. ცხოველებს მართლაც რომ სჭირდებათ ახალი გარემო, რადგან ფართობი მცირეა. ყოვეწლიურად ზოოპარკში ახალ ცხოველთა ჯიშები შემოგვყავს, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე ვყიდულობთ, სწორედ ამიტომ თბილისის ზოოპარკსაც არ აწყენდა გაფართოება.

გადაწყვეტილია თუ არა, რომელ ადგილას განთავსდება ზოოპარკი?

– ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ საუბრის დონეზე მიმდინარეობს ამის განხილვა, თუმცა მომავალში დაგეგმილია, რომ თბილისის ერთ–ერთ კუთხეში გადავიტანოთ ზოოპარკი და ადგილიც გავაფართოვოთ. არსებობს მითქმა–მოთქმა, რომ ზოოპარკი თბილისის ზღვასთან გადავა, არც ესაა ცუდი იდეა და ერთ–ერთ ადგილად თბილისის ზღვასაც მოვიაზრებთ, მაგრამ ჯერ არც კი ვიცით, საერთოდ მოხდება თუ არა ადგილმდებარეობის შეცვლა. ამის მიუხედავად, თბილისის ზოოპარკს ახალი გეგმები აქვს.

კერძოდ, როგორია თქვენი მომავალი გეგმები?

– ჩვენი მომავალი გეგემები მსოფლიო ზოოპარკთა სიაში საპატიო ადგილის დაკავებას უკავშირდება. სწორედ ამისთვის, ცოტა ხნის წინ ჩამოსულები იყვნენ ევროპის საერთაშორისო ზოოპარკების წარმომადგენლები, რომლებმაც დააყენეს ევროპის საერთაშორისო კონვენციის საზოგადოებაში ჩვენი მიღების საკითხი. სექტემბერში კი ეს ყოველივე გადაწყდება.

გყავთ თუ არა ახალი ბინადრები?

– რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ზოოპარკში ახალი ჯიშის ცხოველები შემოგვყავს, თეთრი ლომი, პატარა ლომის ბოკვერი, ტაფირი და სხვა. ასევე ველით სხვა ცხოველებსაც, რომლებიც სამომავლოდ შეემატებიან ზოოპარკს. ცხოველი, რომელიც ზოოპარკში იგზავნება, აუცილებლად შემოწმებულია იმ ქვეყნის მიერ, რომელიც გვიგზავნის ამ ცხოველს. შემოწმებულია, ჯანმრთელია თუ არა, ბრაკონიერების წესითაა დაჭერილი თუ არა და ა.შ.

შეცვალეთ თუ არა კვების რაციონი?– კვების რაციონი აბსოლუტურად იდენტურია, ჩვენი ცხოველები საერთაშორისო ზოოპარკების ცხოველების მსგავსად იკვებებიან. მტაცებლებს ვკვებავთ ხორცით და ხანდახან ისინი მიირთმევენ ცოცხალ საკვებსაც – თაგვებს, კურდღლებს. არიან ისეთებიც, რომლებიც მერქნიანი მცენარეებით იკვებებიან, ასევე ბოსტნეულით, ხილითა და თივით. სპილოები ყველაზე კარგად მჭამელი ცხოველები არიან, დღეში დედა 120 კილოგრამამდე საჭმელს ჭამს, შვილი კი – შედარებით მცირეს.

როგორ იქცევიან დამთვალიერებლები?

– არიან დამთვალიერებლები, რომლებიც იცავენ ყველაფერს, რაც მითითებულია ბანერზე. ზოგი კი სპეციალურად ამზადებს ტკბილეულს და სახლიდან მოაქვს, ასევე უმასპინძლდებიან პოპ–კორნით, რაც არ შეიძლება, ყველაზე საშიში კი მაინც “ცელოფნის” პარკია. ამის დაშვება, მართლაც რომ არ შეიძლება, ჩემი აზრით, დამთვალიერებლებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ჩვენ ცხოველებს კარგად ვკვებავთ. მე კი შემიძლია ვთქვა, რომ ზოოპარკის ბინადრები ზოგ ადამიანზე უკეთ იკვებებიან. ცოტა ხნის წინ მე თვითონ ამოვიღე პლასტმასის ბოთლი ბეჰემოტის აუზიდან, ეს ყველაფერი შეიძლება ფატალურიც კი იყოს ცხოველისთვის. ალბათ, უნდა მოვაწყოთ საამისოდ ჩვენებაც და დამთვალიერებლებს ვაჩვენოთ, თუ როგორ ვკვებავთ ცხოველებს. მაგალითად სპილოებს, რომლებიც დამალვის მიუხედავად, მაინც პოულობენ საკვებს.

მოწმდება თუ არა საკვები?– ყოველი წლის დასაწყისში ტარდება ტენდერი სხვადასხვა ფირმებს შორის, ხოლო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემოაქვს საკვები, რომელიც შემოწმებულია, ახლავს ვეტერინარის დასკვნა და ვარგისიანობის ვადა. ამ ყველაფერს ასევე ამოწმებენ ჩვენი ვეტერინარები.

სამედიცინო შემოწმებას რამდენ ხანში ერთხელ ატარებთ?– ვეტერინარი აბსოლუტურად ყოველდღე ამოწმებს ცხოველებს. თუ ცხოველი მოწყენილია, მას აუცილებლად უტარდება შემოწმება.

რის მიხედვით შეარჩიეთ თანამშრომლები?

– ვერ ვიტყვით იმას, რომ ზოოპარკის თანამშრომლები ყველანი ან ვეტერინარები ან ბიოლოგები არიან, ეს ცოტა არ იყოს რთული საკითხია. საზღვარგარეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გადიან გადამზადებას და ხდებიან ცხოველების მომვლელები. ჩვენს ზოოპარკში კი არიან ახალგაზრდები, რომლებიც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, იწყებენ მუშაობას. ცხოველებთან კარგი დამოკიდებულება და მათი სიყვარული, ეს, ალბათ, ყველაზე მთავარია. ხალხს უკვირს, როცა ვეფხვის ან ლომის გალიასთან მივალ და ისე ვექცევი მათ, როგორც კარგ მეგობრებს. ცხოველმა არ უნდა შეამჩნიოს, რომ მის მიმართ ცუდად ხარ განწყობილი, მათთვის მეგობრობა მთავარია, თუმცა დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას ის, რაც მითითებულია ბანერზე თავისივე სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის.

უტარებთ თუ არა ტენდერებს თქვენს თანამშრომლებს?

– რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლები იყვნენ ლაიფციგის ზოოპარკში, სადაც ჩაუტარდათ ტრენინგი. ასევე გერმანიიდან გვყავდა ჩამოყვანილი ორი თანამშრომელი, ასევე ლაიფციგის ზოოპარკიდან, მათი ჩამოსვლაც სასურველი იყო ჩვენი თანამშრომლებისთვის. საკმაოდ რთულია გაუძლო ზოოპარკის წესებს. ყოველდღიური სიბინძურე, ცხოველებთან მოქცევის უნარი, შიშის არქონა, რაც ცოტა არ იყოს ხმამაღალი ნათქვამია, ეს ყველაფერი კი ზოოპარკის თანამშრომელს უნდა ჰქონდეს.

რამდენია მათი ხელფასი?– 400 ლარიდან ზემოთ.

ვინ აფინანსებს ქართულ ზოოპარკს?

– ქართულ ზოოპარკს მერია აფინანსებს. რაც შეეხება ბიუჯეტს, შემოსავალი შემოდის უმთავრესად ბილეთებიდან, ასევე, ატრაქციონების მიერ გადახდილი არენდის თანხაც ზოოპარკს ეკუთვნის. ასე რომ, ეს ყველაფერი ზოოპარკის შემოსავალია.

დამთვალიერებლების ნაკლებობას ხომ არ განიცდით?

– როცა ცხელა, ხალხის ნაკლებობა იგრძნობა, აი, სხვა დროს კი, მათი რიცხვი საკმაოდ მაღალია. ხანდახან ადგილიც კი მცირეა, რომ დამთვალიერებლები დავტიოთ.

რა აკლია ქართულ ზოოპარკს?

– ვოლიერებს გამწვანება აკლიათ. გარედან აუცილებელია იყოს ისეთი ჯიშის მცენარეები, რომლებსაც ცხოველები არ დაგლეჯენ და არ შეჭამენ. ასევე ფართობი, აუცილებლად საჭიროა გაფართოება, ამაზე მოლაპარაკებები კი უკვე მიმდინარეობს.

წყარო: ZOO.ge

ევროპის უდიდესი ზოოპარკი – თბილისში!

1 Comment

თბილისის ზოოპარკის გმირთა მოედნის ტერიტორიიდან გადატანის საკითხი კვლავ აქტუალურია. მიზეზად ტერიტორიის სიმცირე სახელდება. ეს ინფორმაცია ITV-სთან საუბრისას ზოოპარკის დირექტორმა და დედაქალაქის ვიცე მერმაც დაადასტურეს. ახალი ზოოპარკი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტეტრიტორიაზე გაკეთდება, 200 კმ² ფართობს დაიკავებს.

აქვე კი შემოგთავაზებთ ვიდეოს სადაც უფრო ვრცლადაა აღწერილი ყველაპერი ამ თემაზე. http://itv.ge/?p=25303

იაგუარი

Leave a comment

დღესდღეობით ჩვენს ზოოპარკში ორი იაგური ბინადრობს: მამრი – ბუგი და მდედრი ანაკაომა. ბუგი ქალაქ ბორდოს – „პესაკის“ ზოოპარკში დაიბადა 2006 წლის 20 მაისს, ხოლო ანაკაომა ალმა-ატას ზოოპარკში 2007 წლის 9 მაისს. თბილისის ზოოპარკში ჩამოყვანისთანავე ისინი ერთად თამაშობდნენ და იზრდებოდნენ.
ანაკაომა ძალიან მოძრავი და „ეშმაკია“ . უყვარს მომვლელებთან კონტაქტი. ხშირად ძვრება ვოლიერში მათთვის სპეციალურად მოწყობილ თაროზე და ისეთ იერს იღებს თითქოს ჩასაფრებულია და მსხვერპლს ელოდება.
რაც შეეხება ბუგის, ის ერთი პერიოდი მსუქანი და ზანტი იყო იწვა, ჭამდა და თითქმის არ მოძრაობდა. სიმსუქნე კი საკმაოდ სახიფათოა ზოოპარკის ცხოველებისათვის რადგან ასეთ შემთხვევებში ხშირია გულის დაავადებები, მაგრამ ახლა მან წონაში საკმაოდ დაიკლო და გაცილებით უფრო მოძრავი და კონტაქტური გახდა.

ჯიქი “ლეო”

Leave a comment

ლეო 1997 წელს ბუნებაში დაიბადა. ლეოპარდისათვის დამახასიათებელი სიფრთხილისა და ასაკის გამო, ის ჩვენი ბინადარი სხვა დიდი კატებისგან განსხვავებით მომვლელებთან ნაკლებად კონტაქტურია. დღისით მისი ნახვა საკმაოდ რთულია, რადგან ვოლიერში მისთვის მოწყობილ სპეციალურ თაროზეა მოკალათებული და ისევე როგორც ბუნებრივ პირობებში მობინადრე ლეოპარდი დღის უმეტეს ნაწილს დასვენებას უთმობს. ლეო დამთვალიერებლების მხარეს ძირითადად 4 საათის შემდეგ გამოდის და ინტერესით ათვალიერებს მათ.

ვეფხვები

Leave a comment

ამჟამად მსოფლიოში გავრცელებული ვეფხის 6 ქვესახეობიდან ჩვენს ზოოპარკში ორი ბინდარობს. ესენია:
ციმბირული, იგივე უსურიული ვეფხვი – სალიმა და ბენგალიური ვეფხვი – მასკა.
სალიმა დაიბადა ალმა-ატაში 2007 წლის 20 აპრილს და სულ მალე 3 წლის გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე ზრდასრული მდედრია. სალიმას ძალიან უყვარს თამაში და ზაფხულობით აუზში ნებივრობა (ვეფხვი წყლის მოყვარული კატაა) ხშირად ჩააქვს აუზში საბურავი, ზევიდან ახტება და მის ჩაძირვას ცდილობს როცა თამაში მობეზრდება წყლიდან ამოდის და არც საბურავის ამოტანა ავიწყდება. თუ კი ამ დროს ვოლიერს მომვლელი მოუახლოვდა, მაშინვე მასთან სათამაშოდ გარბის და მის გაწუწვასაც კი ცდილობს. სალიმას ძალიან უყვარს თავის მომვლელები და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ეჭვიანობს თუ კი რომელიმე მათგანი მეზობელ ვოლიერთან დგას და მას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს.
ის ძალიან ცნობისმოყვარეცაა, ამიტომ ხშირად შენიშნავთ აუზის კიდეზე, უკანა თეთებზე მდგარს. საიდანაც გულმოდგინედ აკვირდება მის მეზობელ, თეთრ ლომ -კლეოპატრას.
ჩვენი ბენგალიური ვეფხვი – მასკა კი 1991 წლის 15 ივლისს. ახლა ის 19 წლისაა და საკმაოდ ასაკოვანია (ვეფხვი ტყვეობაში 26 წლამდე ცოცხლობს). სამწუხაროდ მისი ჩამოსვლა სამოქალაქო ომს დაემთხვა და ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდა. ამის გამო მის შესახებ ბევრჯერ დაიბეჭდა უცხოურ ჟურნალ-გაზეთებშიც.

თეთრი ლომი (კლეოპატრა)

2 Comments

კლეოპატრა 2009 წლის 15 იანვარს აფრიკაში ადიბადა და ჩვენთან ამავე წლის 19 აგვისტოს ჩამოვიდა. ლომისათვის ის ჯერ კიდევ პატარაა და სულ ახლახანს შეუსრულდა 1 წელი (ლომები ზრდასრულ ასაკს 3-4 წლისთვის აღწევენ). კლეოპატრას ძალიან ცნობისმოყვარე და მხიარულია ხასიათი აქვს, უყვარს ზურგზე კოტრიალი და ვოლიერში მისთვის მოწყობილი სათამაშოებით თამაში. ასევე ხშირად დიდ დროს ატარებს მისი მეზობელი დათვების თვალიერებაში.
ისევე როგორც ყველა პატარას მასაც გაუხარდა თოვლის მოსვლა, რომელიც მან თავის ცხოვრებაში პირველად ნახა და თავისებურად „გუნდაობდა“ კიდეც :)
თეთრ თოვლზე თეთრი ლომის ნახვა კი მართლაც, რომ საოცარი სანახაობაა.

რაც შეეხება ზოგადად თეთრ ლომს, ის ძალიან იშვიათი ცხოველია და ბუნებაში ძირითადად კრიუგერის ნაციონალურ პარკსა და ტიმბავიტის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იგივე სახეობა რაც ჩვეულებრივი ყვითელი შეფერილობის ლომია და არა ალბინოსი. რადგან თეთრი ლომის თვალები და კანი ნორმალურადაა პიგმენტირებული. მკვლევარებმა მისი აღმოჩენა კი მხოლოდ 1975 წელს მოხერხეს, მანამდე კი ის უბრალოდ აფრიკული ლეგენდების ნაწილად მიაჩნდათ.

უნდა ითქვას, რომ თეთრი ლომი მსოფლიოს სამოცდაათამდე ზოოპარკში თუ ბინადრობს.

ეს ჩემი პირველი ნიუსია. ეს ერტი და სხვა მრავალი :D

Newer Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.