მისტიციზმიდან ანტისანიტარიამდე

7 Comments


კატა_შინაური, მტაცებელი, ძუძუმწუვარი ცხოველი  კატისებრთა ოჯახიდან. ადამიანისა და კატის მეგობრობა 9,500 წელია გრძელდება. More

ვიდეო მაწანწალა ძაღლებზე

Leave a comment


ეს არის მაესტროს სიუჟეტი მაწანწალა ძაღლებზე.

ზოოპარკის ახალი ბინედრები :)

Leave a comment



2010 წლის 27 ნოემბერს თბილისის ზოოპარკში დაიბადა კიდევ ერთი ჰამანდრილი (ბაბუინი) “ცუცა”. :) More

იხსენით უპატრონო ცხოველები!

1 Comment


თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ საქართველოში უპატრონო ცხოველების უმძიმეს მდგომარეობას. More

მაიმუნები მაიმუნობენ

Leave a comment


ამ ზაფხულს თბილისის ზოოპარკში საკმაოდ სახალისო ამბავი მოხდა. ორმა პავიანის ჯიშის მაიმუნმა გახსნეს რკინის ბადე და გაიქცნენ. ერთი ზოოპარკშივე დაიჭირეს, ხოლო მეორე… :D

Leave a comment


ამ ვიდეოში ასახულია სიუჟეტი ზოოპარკის ცხოვრებაზე და მის გადატანაზე. დაფიქსირებულია დამთვალიერებელის აზრიც. ეს ვიდეო გადაღებულია 2010 წლის გაზაფხულზე.

სიუჟეტი

Leave a comment


სულ ცოტა ხნის წინ მე და გვანცა (ბლოგერი) წავედით თბილისის ზოოპარკში. ჩვენ გვინდოდა გადაგვეღო სიუჟეტი, რომელიც ნათლად ასახავდა ზოოპარკის ცხოვრებას. სულ ყველაფერი ვერა, მაგრამ ზოოპარკის საკმაოდ დიდი ნაწილის გადაგება მოვასწარით. სიჟეტში არის კადრები რომელიც ჯერ არავის არ გადაუღია. სულ მალე დავამონტაჟებ გადაღებულ მასალას და დავამატებ ბლოგზე. იმედია საინტერესო გამოვა და რაც მთავარია თქვენ (მკითხველს) დაგაინტერესებთ.

HAPPY NEW YEAR

Leave a comment


დადგა ახალი 2011 წელი. ყველას გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმეებში. დაე ეს წელი ყოპილიყოს თქვენთვის ბედნიერების მომტანი. ჩემს ბლოგს კი ვუსურვებ წინსვლას და უფრო მეტი და უფრო საინტერესო სტატიების წერას.

 

ვეფხვი მასკა :(

1 Comment


გუშინ დილით ზოოპარკის თანამშრომელი შევედა ვეფხვის (მასკას) ვოლიერში და ის მკვდარი დახვდა.  :(მასკა 22 წლის იყო და კაი ხანი ავადმყოფობდა, განსაკუთრებით ბოლო წელი. ეს ასაკი ვეფხვისთვის ძალიან დიდია და ეს იმაზე მიუთითებს, როგორი თავგნაწირვით უვლიდნენ და უყვარდათ ზოოპარკში.  ეს მინდოდა დამეწერა, რადგან მეც ძალიან მეწყინა მისი სიკვდილი. :(

აბისინიური რქაცხვირა

3 Comments


თბილისის ზოოპარკში ბინადრობს ერთი ძალიან საინტერესო ფრინველი. More

ზოოპარკი გადააქვთ

2 Comments


უკვე კაი ხანია მიდის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოოპარკი უნდა გადაიტანონ სხვა, უფრო კომფორტულ ადგილზე. ამ ვიდეოში ნახავთ სიუჟეტს ამ თემაზე.

რუხი მგელი

Leave a comment


ჩვენს ზოოპარკში ამჟამად 13 მგელი ცხოვრობს. ძუები და ხვადები თითქმის ერთნაირი რაოდნეობით არიან. როგორც ბუნებაში, ასევე ჩვენთან მგლებში გარკვეული იერარქია ჩამოყალიბდა. იერარქიაში ყველაზე მთავარია ალფა მამრი – სუბელია. დაქვემდებარებული მგლები დიდად არ იჩაგრებიან, ვინაიდან საკვები ყველას ყოფნის. მგლების ნაწილი ტყვეობაში დაიბადა, ნაწილი ბუნებაში, რამდენიმე უკვე ჩვენს ზოოპარკში გაჩნდა (ისინი საკმაოდ წარმატებულად მრავლდებიან). სუბელი ადამიანებთან კონტაქტს ძალიან შეჩვეულია და ერთ-ერთი მომვლენის თხოვნით “მღეროდა” კიდევაც :D . თუ მგელი პატარაობიდანვე ადამიანთან კონტაქტში იზრდება, ის ადამიანს კარგად ეჩვევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შინაური ცხოველი მაინც არ არის და ვოლიერთან დგომისას უსაფრთხოების წესები უნდა დავიცვათ. ასე, რომ დაუშვებელია ვოლიერში თითის ან ხელის შეყოფა.

წყარო: ZOO.ge

ბურჩელის ზებრა

Leave a comment


თბილისის ზოოპარკში ზებრების ნახვა პარკის ბოლოში ე.წ. „აფრიკის ვოლიერში შეიძლება“. სადაც ამჟამად ოთხი მამრი და ორი მდედრი, ანუ ფაშატი ბურჩელის ზებრა (Burchell’s zebra) ბინადრობს. მათგან ორი ჩვენს ზოოპარკში დაიბადა, რასაც განსაკუთრებით მათ ვოლიერში არსებულმა კარგმა პირობებმა შეუწყო ხელი.

წყარო: ZOO.ge

აარდვარკი (მილკბილა)

Leave a comment


მჟამად ჩვენს ზოოპარკში ორი მამრი აარდვარკი ბინადრობს. ორივე ბუნებაში, 2006 წლის მაისში დაიბადა, ხოლო ჩვენს ზოოპარკში კი 2008 წელს დაიდეს ბინა. არდვარკები ღამის ცხოველები არიან, ამიტომ დღისით ხშირად სძინავთ, მაგრამ ამ უჩვეულო, თუნდაც მძინარე, ცხოველის ნახვა ძალიან საინტერესოა. სამაგიეროდ შებინდებასთან ერთად აქტიურები ხდებიან და გარე ვოიერში გამოდიან სასეირნოდ და სოროების სათხრელად. როგორც მოგეხსენებათ არდვარკები ძალიან კარგი მიწის მთხრელები არიან. ამიტომ საკვების მიღების შემდეგ, მაშინვე საყვარელ საქმიანობით კავდებიან :)

წყარო : ZOO.ge

აფრიკული ველური ძაღლები: ჩაკა, ზულუ და აბდონა

2 Comments


ამჟამად ჩვენს ზოოპარკში 3 აფრიკული ველური ძაღლია. ჩაკა, ზულუ და მათი შვილი – აბდონა. მამრი – ჩაკა, დაიბადა 2000 წლის 18 ივნისს. ზულუ მდედრია, დაიბადა 2000 წლის 19 მაისს. რაც შეეხება მათ შვილ აბდონას, ის მდედრია და დაიბადა თბილისის ზოოპარკში 2009 წლის 1 ნოემბერს. ზული მისადმი უყურადღებობას იჩენდა, რის გამოც გადავწყვიტეთ ნაშიერის ცალკე გადაყვანა. აბდონას მალევე გამოუჩნდა „ძიძა“ პუდელი – აბდოლინა, რომელიც მას 5 თვემდე კვებავდა და უვლიდა. ხუთი თვის შემდეგ ის უკვე ძიძაზე დიდი და ღონიერი გახდა. ხორცის ჭამაზე გადასვლის შემდეგ კი ჩაკას და ზულუს მეზობელ ვოლიერში დაიდო ბინდა, სადაც სულ მოუსვენრად დარბის და თამაშობს.

წყარო: ZOO.ge

Older Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.