მისტიციზმიდან ანტისანიტარიამდე

4 Comments

კატა_შინაური, მტაცებელი, ძუძუმწუვარი ცხოველი  კატისებრთა ოჯახიდან. ადამიანისა და კატის მეგობრობა 9,500 წელია გრძელდება.

კატა ძალიან ნიჭიერი ცხოველია… ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება.

კატა მტაცებელი ცხოველია და ანადგურებს მრავალი სახის პარაზიტს ამიტომ უწევთ ფიქრი როგორ მოიტაცონ ესა თუ ის ცხოველი  და შემდეგ შეკრან მსხვერპლი, როგორც აკეთბენ მგლები.

უბრალო კატამ შეიძლება მოახდის მანიპულირება სხადასხვა საგნებზე ან სულაც მექანიზმზე.  გამოირჩევა მისტიციზმით და უცნაურობის… მასზე შექმნილია და დაწერილია მრავალი მითი.

სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად კატა ნაყოფიერების,სიყვარულის და სილამაზის ქაღმერთთან არის გაიგივებული.

ძველ ეგვიპტური მითოლოგიაში კი კატას უდიდესი როლი ეკავა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად მზის ღმერთი რა გადაიქცა კატად ბნელი ძალების მბრძანებელთან საბრძოლველად. აქედან გამომდინარე ”მკვდრების წიგნში” მზის ღმერთი რა გამოყვანილია როგორც ”დიადი კატა”.

ხოლო ქრისტიანულად კატის მკველობა უდიდესი ცოდვაა და მისი მკვლელობის შემთხვევაში ადამიანმა  ამ ცოდვის გამოსასყიდად შვიდი წელი უნდა იმარხულოს.

და მოსაზრება იმის შესახებ ხომ კატა ეშმაკეულია

მცდარია!

ძველად უკლებლივ ყველა მრავაღმერთიან ქვეყანაში უდიდეს თაყვანს სცემდნენ, ამიტომ იგი ცხოველთა შორის ყველაზე გავლენიან და პატივსაცემ არსებად ითვლებოდა.

თუმცა დროთა განმავლობაში მისი სტატუსი საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა.

საქართველოში ათასობით კატა ცხოვრობს,მაგრამ მათი 80% ქუჩაშას აფარებს თავს, კერძოდ კი დაბინძურებულ და ადამიანებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილებს.

საქართველოში მოსახლეობის 15%-ს ამ ოთხფეხა ცხოველებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებლება აქვს. ნაწილს მისი ეშინია რასაც მეცნიერულად  ელუროფობია ეწოდება.


ნაწილს კი მათ მიმართ ორგანული ზიზღი ახასიათებთ.

მოსახლეობაში კატებისადმი შიშის გამოწვევა ვფიქრობ რამოდენიმე წლის წინ დაფიქსირებული კატების ადამიანებზე აქტიური თავდასხმის დამსახურებაა. აღსანიშნავია ისიც რომ იმ დროის აგრესიულ კატებს აღმოჩენილი ჰქონდათ ერთ-ერთი მომაკვდინებელი დაავადება ცოფი, რაც მომენტალურად გადადიოდა ”მსხვერპლზეც”.

რაც შეეხება დამიანების მათდამი ზიზღს ვფიქრობ კატების ანტისანიტარიით არის გამოწვეული.

კატის ენა ”ეკლიანია”.


ბეწვი ხშირი, გრძელი და ფაფუკი, ხშირ შემთხვევაში ჭრელი.

თვალები ყვითელი ან მწვანე, იშვიათად ლურჯი და მოწითალო. თვალების შიგნით არსებული შავი ბირთვი სეზონისა და დროის მიხედვით იცვლის ფორმას.

თავდაცვის მთავარი იარაღი ბრჭყალები რომელიც საშუალოდ 3სმ.-ია.


მიუხედავად იმისა რომ ეს ფუმფულა ცხოველი უამრავი უარყოფითით გვევლინება იგი უამრავი ადამიანის საყვარელი ცხოველია.


მათ შორის ჩემიც….

ავტორი: გვანცა წიწილაშვილი

ვიდეო მაწანწალა ძაღლებზე

Leave a comment

ეს არის მაესტროს სიუჟეტი მაწანწალა ძაღლებზე.

ზოოპარკის ახალი ბინედრები :)

Leave a comment


2010 წლის 27 ნოემბერს თბილისის ზოოპარკში დაიბადა კიდევ ერთი ჰამანდრილი (ბაბუინი) “ცუცა”. :) პატარა “ცუცა”_ს დედა არ უვლიდა და ხშირად სცემდა, ამიტომ მტაცებელი ცხოველების მომვლელმა, ქალბატონმა გულიკო ჭითაძემ, “ცუცა” დედას “მოსტაცა” და ცალკე ზრდის. ის პატარა ბაბუინს როგორც შვილს ისე უვლის, საწოვარადან აჭმევს, პამპერსებს უცვლის და მუდამ ყურადღეას აქცევს რამე არ დაიშავოს. :)

ჰამანდრილებისგან განსხვავებით ტყვეობაში გამრავლება ძალიან უჭირთ ავაზებს, მაგრამ 2010 წლის 26 დეკემბერს თბილისი ზოოპარკში მოხდა პატარა სასწაული, მდედრმა ავაზამ ზოოპარკს საახალწლო საჩუქარი გაუგეთა და 2 კნუტი გააჩინა.

ზოოპარკის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლები გულდასმით აკვირდებიან კნუტებსა და მათ მშობლებს.აკვირდებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ძუძუს წოვის სიხშირეს და ხანგრძლივობას, დედის დამოკიდებულებას კნუტების მიმართ და ა.შ.

იხსენით უპატრონო ცხოველები!

1 Comment

თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ საქართველოში უპატრონო ცხოველების უმძიმეს მდგომარეობას. მიუხედავად თბილისის მუნიციპალური სამსახურების მიერ ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გატარებული ინტენსიური კამპანიებისა, პრობლემა არ გადაწყვეტილა; პირიქით, ის დღითიდღე უფრო მძიმდება, რადგან გამოყენებულია სრულიად არაადექვატური მეთოდები: შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის, პროფესიონალიზმისა და ელემენტარული ჰუმანური დამოკიდებულების ნაკლებობის გამო პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა თვით ცხოველების წინააღმდეგ ბრძოლად იქცა. შედეგად, თბილისში ყოველდღიურად შეუბრალებლად კლავენ ათობით (თუ ასობით არა) მიუსაფარ ცხოველს.
ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქენი, მოვითხოვთ ჩვენი ქალაქის მუნიციპალიტეტისგან, პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენოს საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანური მეთოდები: მხედველობაში მიიღოს WSPSA –ს, PETA –ს და საქვეყნოდ ცნობილი სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომლებიც ცდილობენ ქართველი ოფიციალური მოხელეების დარწმუნებას, რომ ცხოველთა მასობრივ ჟლეტას საპირისპირო ეფექტი აქვს და მხოლოდ მათი პოპულაციების ახალ-ახალი აფეთქებები მოსდევს შედეგად. პრობლემის ეფექტურად გადასაწყვეტად პირველი ნაბიჯები უნდა იყოს: მასობრივი აცრები, სტერილიზაცია, კასტრაცია და ცხოველების გაჩუქება-დაბინავებაზე ზრუნვა, რაც კეთილმოწყობილ თავშესაფარში უნდა ხდებოდეს და შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ეყრდნობოდეს (კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს შინაური ცხოველების გამრავლება-გაყიდვის მარეგულირებელ წესებსაც).
შეწყვიტეთ უპატრონო ცხოველების მასობრივი ხოცვა და პრობლემის გადასაჭრელად მიმართეთ ეფექტური, პროფესიონალური, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდები!

ამ მიმართვას შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ: http://www.thepetitionsite.com/petition/103942531 ჩვენი მიზანია 5000 ხელმოწერის შეგროვება, რათა თბილისის მერიის და მუნიციპალიტეტის ყურადღება მივიპყროთ. ნუ დაინანებთ 2-3 წუთს, რაც პეტიციაზე ხელმოწერას დასჭირდება – ერთად უნდა შევძლოთ ჰუმანური საზოგადოების პრინციპებით ცხოვრება!

მიმართვას ავრცელებს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება და მოქალაქეთა ჯგუფი.

მაიმუნები მაიმუნობენ

Leave a comment

ამ ზაფხულს თბილისის ზოოპარკში საკმაოდ სახალისო ამბავი მოხდა. ორმა პავიანის ჯიშის მაიმუნმა გახსნეს რკინის ბადე და გაიქცნენ. ერთი ზოოპარკშივე დაიჭირეს, ხოლო მეორე… :D

Leave a comment

ამ ვიდეოში ასახულია სიუჟეტი ზოოპარკის ცხოვრებაზე და მის გადატანაზე. დაფიქსირებულია დამთვალიერებელის აზრიც. ეს ვიდეო გადაღებულია 2010 წლის გაზაფხულზე.

სიუჟეტი

Leave a comment

სულ ცოტა ხნის წინ მე და გვანცა (ბლოგერი) წავედით თბილისის ზოოპარკში. ჩვენ გვინდოდა გადაგვეღო სიუჟეტი, რომელიც ნათლად ასახავდა ზოოპარკის ცხოვრებას. სულ ყველაფერი ვერა, მაგრამ ზოოპარკის საკმაოდ დიდი ნაწილის გადაგება მოვასწარით. სიჟეტში არის კადრები რომელიც ჯერ არავის არ გადაუღია. სულ მალე დავამონტაჟებ გადაღებულ მასალას და დავამატებ ბლოგზე. იმედია საინტერესო გამოვა და რაც მთავარია თქვენ (მკითხველს) დაგაინტერესებთ.

HAPPY NEW YEAR

Leave a comment

დადგა ახალი 2011 წელი. ყველას გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმეებში. დაე ეს წელი ყოპილიყოს თქვენთვის ბედნიერების მომტანი. ჩემს ბლოგს კი ვუსურვებ წინსვლას და უფრო მეტი და უფრო საინტერესო სტატიების წერას.

 

ვეფხვი მასკა :(

1 Comment

გუშინ დილით ზოოპარკის თანამშრომელი შევედა ვეფხვის (მასკას) ვოლიერში და ის მკვდარი დახვდა.  :(მასკა 22 წლის იყო და კაი ხანი ავადმყოფობდა, განსაკუთრებით ბოლო წელი. ეს ასაკი ვეფხვისთვის ძალიან დიდია და ეს იმაზე მიუთითებს, როგორი თავგნაწირვით უვლიდნენ და უყვარდათ ზოოპარკში.  ეს მინდოდა დამეწერა, რადგან მეც ძალიან მეწყინა მისი სიკვდილი. :(

აბისინიური რქაცხვირა

2 Comments

თბილისის ზოოპარკში ბინადრობს ერთი ძალიან საინტერესო ფრინველი. ის გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, ძალიან ნელი ტემპით მრავლდება იმიტომ, რომ ბარტყებიდან მხოლოდ ერთი აღწევს ზრდასრულ ასაკს. სუსტი ბარტყი ვერ უძლებს საკვებისთვის ბრძოლას და იღუპება. დარჩენილი ბარტყი სამი თვე რჩება ბუდეში, ხოლო მშობელი მას ცხრა თვე დაჰყვება თან. იკვებება ხვლიკებით, პატარა მღრღნელებით, მწერებით და ობობებით. ზოოპარკში ერთი აბისინიური რქაცხვირა ცხოვრობს. ის სამი წლისაა და ჩამოყვანილია ალმაატის ზოოპარკიდან. იგი იკვებება ხორცით და ცოცხალი თაგვებით. მისი სახელია „მავნე“ :D . „მავნეს“ ადრე მეწყვილეც ყავდა, მაგრამ დამთვალიერებლების დაუდევრობის გამო ის დაიღუპა :( . ის თავის სახელს ხშირად ამართლებს. მაგალითად ერთხელ ზოოპარკის თანამშრომელს (დაჩი შოშიტაშვილს) სამაჯური შეუჩამა :D :D , მაგრამ ვერ გადაამუშავა და მთელი გამოუშვა გარეთ :) . „მავნე“ ზოოპარკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვოლიერში „ტბა“_ში ბინადრობს. მას ძალიან უყვარს დამთვალიერებელთან ურთიერთობა და მათთან თამაში.
ზემოთ ავღნიშნე რომ „მავნეს“ მეწყვილე დამთვალიერებლების დაუდევრობის გამო დაიღუპა. ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მას ბატიბუტი აჭამა, რაც მას არ ეჭმევა იმიტომ რომ ის შეიცავს მარილს და საზიანოა ფრინველისთვის. ამიტომ გთხოვთ არ აჭამოთ ცხოველებს მომვლელის ნებართვის გარეშე. ყველა მათგანს ინდივიდუალური კვების რაციონი აქვს შედგენილი, რომლის დარღვევაც არ შეიძლება.

ზოოპარკი გადააქვთ

2 Comments

უკვე კაი ხანია მიდის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოოპარკი უნდა გადაიტანონ სხვა, უფრო კომფორტულ ადგილზე. ამ ვიდეოში ნახავთ სიუჟეტს ამ თემაზე.

ეგზოტარიუმი

1 Comment

ეს არის ვიდეო სადაც ასახულია თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმი. უყურეთ, საინტერესოა :)

უპატრონო ძაღლები

1 Comment

საქართვლეოში ბოლო წლების მანძილზე უამრავი სასარგებლო რამ გაკეთდა: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკლესიების აგება, მცდელობა დაუსაქმებელთა რიცხვის შემცირებისა, გზების გაყვანა და მრავალი სხვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან, საშიშ და თითქმის უყურადღებოდ დარჩენილ საკითხად რჩება უსახლკარო, ეგრედ წოდებული მაწანწალა ძაღლების საკითხი.

ჩვენს ქვეყანაშიი უპატრონო ძაღლების ზრდა დაიწყო  მე_20 საუკუნის 90_იანი წლებიდან.        ეს ის პერიოდია როდესაც ორი პოლიტიკური მხარის შეუთანხმებლობიტ დაიწყო სამოქალაქო ომი  და ამ დროს განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკური სიდუხჭირის წარმოქმნას. მოსახლეობას აღარ ჰქონდა უნარი იმისა რომ შინაური ცხოველები გამოეკვება, ამიტომ ამგვარ ოჯახებში მცხოვრები თითქმის ყველა ძაღლი აღმოჩნდა ქუჩაში, რასაც მოჰყვა მათი მასობრივი გამრავლება და დღეს ისინი საქართველოს ყველა ადგილას გვხვდებიან. მათი მაქსიმალური აქტივობა დაფიქსირებულია გურჯაანის რაიონში. აქ ძაღლების თავდასხმის 754შემთხვევაა დაფიქსირებული. მოსახლეობის გამოკითხულთა 99 % მართებულად მიიჩნევს მათ გაქრობას ქუჩებიდან. მიზეზი საერთოა_ მათი აგრესიის შიში, ანტისანიტარია, ინფექციების გავრცელება.

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ აუცილებელია ქალაქებისა და რაიონების გაწმენდა უსახლკარო ცხოველებისგან. თუმცა მათი დახოცვა არაჰუმანურია, ხოლო პატრონობა შეუძლებელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხდება, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში დაიწყება უსახლკარო ძაღლების მოგროვება და “გადახარისხება”.  ჯანსაღი ძაღლები მოთავსდებიან დაწესებულებებში საიდანაც შესაძლებელი იქნება მათი გაყიდვა, ხოლო ის ცხოველები რომლებიც არიან ინფექციის მატარებელნი მოხდება მათი ლიკვიდაცია. ამგვარი პროცესი ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყნებში, ასევე ძაღლებს უკეთებენ ვაქცინას რათა შეფერხდეს მათი გამრავლება.

თუმცა როგორც გაირკვა თბილისში, კერძოდ ნუცუბიძის მეორე პლატოზე არსებობს დაწესებულება სახელწოდებოთ “GSPSA”, რომელიც ამგვარ ცხოველებს უზრუნველყოფს თავშესაფარითა და საკვებით.

ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილია დაწესებულება სადაც ხდება საშიში და ინფიცირებული უსახლკარო ძაღლების ლიკვიდაცია.მიუხედავად იმისა რომ ეს დაწესებულება 2007 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს და დამაარსებელთა თქმით აქტიურადაც თბილისში მაწანწალა ძაღლების რაოდენობა იზრდება და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება და რაც მთავარია ისინი მეტად საშიშნი ხდებიან.

ავტორი: გვანცა წიწილაშვილი

რუხი მგელი

Leave a comment

ჩვენს ზოოპარკში ამჟამად 13 მგელი ცხოვრობს. ძუები და ხვადები თითქმის ერთნაირი რაოდნეობით არიან. როგორც ბუნებაში, ასევე ჩვენთან მგლებში გარკვეული იერარქია ჩამოყალიბდა. იერარქიაში ყველაზე მთავარია ალფა მამრი – სუბელია. დაქვემდებარებული მგლები დიდად არ იჩაგრებიან, ვინაიდან საკვები ყველას ყოფნის. მგლების ნაწილი ტყვეობაში დაიბადა, ნაწილი ბუნებაში, რამდენიმე უკვე ჩვენს ზოოპარკში გაჩნდა (ისინი საკმაოდ წარმატებულად მრავლდებიან). სუბელი ადამიანებთან კონტაქტს ძალიან შეჩვეულია და ერთ-ერთი მომვლენის თხოვნით “მღეროდა” კიდევაც :D . თუ მგელი პატარაობიდანვე ადამიანთან კონტაქტში იზრდება, ის ადამიანს კარგად ეჩვევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შინაური ცხოველი მაინც არ არის და ვოლიერთან დგომისას უსაფრთხოების წესები უნდა დავიცვათ. ასე, რომ დაუშვებელია ვოლიერში თითის ან ხელის შეყოფა.

წყარო: ZOO.ge

ბურჩელის ზებრა

Leave a comment

თბილისის ზოოპარკში ზებრების ნახვა პარკის ბოლოში ე.წ. „აფრიკის ვოლიერში შეიძლება“. სადაც ამჟამად ოთხი მამრი და ორი მდედრი, ანუ ფაშატი ბურჩელის ზებრა (Burchell’s zebra) ბინადრობს. მათგან ორი ჩვენს ზოოპარკში დაიბადა, რასაც განსაკუთრებით მათ ვოლიერში არსებულმა კარგმა პირობებმა შეუწყო ხელი.

წყარო: ZOO.ge

Older Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.